თბილისი

თბილისის ტური

 

თბილისი, თავისი ვიწრო, ლამაზი ქუჩებით, მყუდრო კაფეებითა და მდიდარი წარსულით აუცილებლად უნდა ნახოს ნებისმიერმა ადამიანმა, ადგილობრივმა და უცხომ.

 

ტური სამების საკათედრო ტაძრიდან იწყება. სამების მშენებლობა 1995 წელს დაიწყო. დღეს იგი საქართველოში ყველაზე დიდი და მესამე ყველაზე მაღალი ტაძარია მართლმადიდებლურ სამყაროში. წმ. სამების საკათედრო ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ნაგროვები ტრადიციული არქიტექტურის ნაზავია, თითქმის შეუმჩნეველი ბიზანტიური გავლენით.

 

სამების შემდეგ ვესტუმრებით მეტეხის ეკლესიასა და ვახტან გორგასლის ძეგლს. ცნობილი ლეგენდის თანახმად, ვახტანგ გოგასალმა გოგირდის წყაროების მახლობლად გადაწყვიტა ქალაქის აშენება, ხოლო პირველი ნაგებობებისათვის სწორედ დღევანდელი მეტეხის ტერიტორია შეარჩია. თავად სიტყვა, – “მეტეხი” ნიშნავს ადგილს სასახლის გარშემო, ამიტომ დიდი ალბათობით აქ სამეფო რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, რომელმაც დღევანდელ დღემდე ვერ მოაღწია.

 

საბაგიროს ნარიყალას ციხესიმაგრემდე მივყავართ, რომელსაც ეს სახელი მონღოლებმა დაარქვეს. ნარიყალა სიტყვა-სიტყვით “მცირე ციხეს” ნიშნავს. თავდაპირველი შენობა მე-4 საუკუნეში აუგიათ და მაშინ მას “შურის ციხე” რქმევია.

 

ნარიყალადან ბილიკი პირდაპირ ძველ თბილისში ეშვება, აბანოთუბნისკენ. გზად გავივლით მეჩეთს, რომელიც იმითაა განსაკუთრებული, რომ მას შიიტებიცა და სუნიტებიც ერთდროულად იყენებენ სალოცავად. გავისეირნებთ ჟ. შარდენისა და ი. შავთელის ქუჩებზე, რომლებიც ლამაზი სახლების გარდა, სავსეა მყუდრო კაფეებით, ღვინის ბარებითა და სუვენირების მაღაზიებით.

 

ესტუმრეთ სიონის საკათედრო ტაძარსა და ანჩისხატს, მოინახულეთ რეზო გაბრიაძის თეატრის კოშკი და აისეირნეთ თავისუფლების მოედანზე.

 

სადილი სასურველ კაფეში ან რესტორანში (არ შედის ფასში).

 

 

 

ფასი ერთი ადამიანისათვის: 140 ლ.

ფასში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • საწვავის საფასური
  • კვალიფიციური გიდის მომსახურება
  • წყალი
  • დამატებითი გადასახადები, ბილეთების საფასური

 

ფასი არ მოიცავს:

  • სადილს (+30 ლარი)